PRO EXTOUR
კულტურასა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის რეგიონში.
PRO EXTOUR წარმოადგენს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს შავი ზღვის რეგიონში გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმის მდგრად განვითარებას, ადგილობრივი კულტურისა და მემკვიდრეობის, ინოვაციური გადაწყვეტილებების და შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალის გაძლიერებით. პროექტი ხორციელდება ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება BSB 1145).
პროექტში გამოცდილებითი ტურიზმი წარმოდგენილია, როგორც შავი ზღვის აუზის რეგიონის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა.
ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის გადაკვეთამ მომავალ თაობებს მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა. რეგიონის უნიკალური ბუნება, ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად, მოგზაურს ცნობისმოყვარეობას უღვივებს. ყველა ზემოხსენებული ფაქტორის ინტეგრაცია შესაძლოა ღირებულ გამოცდილებად იქცეს როგორც მომსახურების მიმწოდებლისთვის, ასევე ტურისტისთვის. უფრო მეტიც, გამოცდილებითი ტურიზმის სათანადო ხელშეწყობა უზრუნველყოფს სექტორის მდგრადობას.კომპანიათა რიცხვი, რომლებიც გვთავაზობენ გამოცდილებით აქტივობებს შავი ზღვის აუზის რეგიონში მცირეა. მათ მეტი ყურადღება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ, როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. სწორედ ამიტომ, PRO EXTOUR მიმართულია გამოცდილებითი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე და ამ სფეროში მეწარმეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.
ვინაიდან გამოცდილებითი ტურიზმი გულისხმობს ინდივიდუალურ, თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ აქტივობებს, საჭიროა უფრო მეტი მცირე და საშუალო ზომის კომპანიის არსებობა, განსაკუთრებით არაურბანიზებულ რეგიონებში, რომლებსაც მიეცემათ მეწარმეობისა და ახალგაზრდების მეტად დასაქმების შესაძლებლობა.