Image Alt

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო)

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი არის ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 2016 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი საქართველოში ევროპა ნოსტრას ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ორგანიზაციის მთავარი მისიაა ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და მდგრადი განვითარება. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კულტურული ინდუსტრიების განვითარებას (მათ შორის კულტურული ტურიზმის) და ამ სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესების და ინდივიდების ეკონომიური შესაძლებლობების გაძლიერებას. ორგანიზაცია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კავშირების გაღრმავებას.

ამჟამად ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მატერიალურ და არამატერიალურ კულტურაზე დაფუძნებული ახალი ტურისტული შეთავაზებების შექმნის წამახალისებელ პროექტებზე და შესაბამისად, ადგილობრივი ეკონომის გაძლიერებაზე.

logo-gacc

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit sed.

Follow us on