ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა 2021 წლის 7 ივლისს ფაბრიკა თბილისში ეროვნული ცნობადობის ამაღლების ღონისძიებათა ფარგლებში გამართა შეხვედრა მემკვიდრეობაზე და კულტურაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმი საქართველოში
ღონისძიება მიზნად ისახავდა არსებული ტენდენციების, გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვას საქართველოში გამოცდილებებზე დაფუძნებული კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით, და ამით პოსტ-პანდემიურ პერიოდში რეგიონში ტურიზმის სფეროში მდგრადი ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობას.
ღონისძიება გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში. თბილისში მყოფ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დარბაზში დასწრებოდნენ დისკუსიებს, ხოლო რეგიონებიდან მონაწილეები ღონისძიებას ონ-ლაინ საშუალებებით შემოუერთდნენ.
https://www.facebook.com/GACC.gaccgeorgia.org/photos/pcb.10161252930264126/10161252922379126/
https://www.facebook.com/GACC.gaccgeorgia.org/videos/950170959100267