აქტივობათა ჯგუფი 1
აქტივობათა ჯგუფი 2
აქტივობათა ჯგუფი 3
აქტივობათა ჯგუფი 1: სტრატეგიული გეგმების დასახვა კულტურასა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმისთვის შავი ზღვის აუზის რეგიონში
აქტივობათა ეს ჯგუფი მიმართულია ქვეყნების პოტენციალზე დაკვირვებასა და შესაძლებლობების განსაზღვრაზე:
- კულტურასა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული დაუვიწყარი გამოცდილების შესათავაზებლად;
- მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით, კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და მისი ღირებულების ამაღლების მიმართულებით;
- კომერციული საწარმოების მოწვევისთვის, რომლებიც მზად არიან გამოცდილებით ტურიზმში მონაწილეობისთვის;
- მარეგულირებელი მექანიზმების უზრუნველსაყოფად, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სერვისებისა და პროდუქტების შემუშავებასა და ბაზარზე წარდგენას.
აქტივობათა ჯგუფი 2: კარტოგრაფიული რესურსები მემკვიდრეობასა და კულტურაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმისთვის შავი ზღვის აუზის რეგიონში
აქტივობათა ეს ჯგუფი ითვალისწინებს რესურსებისა და ინსტრუმენტების ონლაინ საცავის შექმნას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოცდილებით ტურიზმში სახელმწიფოთაშორის კულტურასა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული აქტივობების შექმნისას. საცავში წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ღირსშესანიშნაობების, ღონისძიებებისა და საინტერესო მარშრუტების შესახებ, არამედ ასევე კვლევის შედეგები, ტრენინგები პროფესიონალებისთვის, დაფინანსების შესაძლებლობები და მზა გადაწყვეტილებები/მომსახურების მოდელები ტურისტული ოპერატორებისთვის, რომლებიც მარტივად შეიძლება გარდაიქმნას რეალურ მომსახურებად ბაზარზე.
აქტივობათა ჯგუფი 3: გამოცდილებითი ტურიზმის შავი ზღვის ცენტრების ჩამოყალიბება
აქტივობათა ეს ჯგუფი ითვალისწინებს პარტნიორ ორგანიზაციებში ღია ლაბორატორიების – შავი ზღვის ცენტრების ჩამოყალიბებას, რომლებიც ერთობლივად შეუწყობენ ხელს გამოცდილებითი ტურიზმის განვითარებას. ღია ლაბორატორიები, განსაზღვრების მიხედვით, ითვალისწინებს აქტივობების განხორციელებას, რომელშიც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მკვლევრებთან თანამშრომლობა.
მემკვიდრეობასა და კულტურაზე დაფუძნებულ ტურიზმს მაღალი შეფასება აქვს ახალი თაობის მხრიდან
კულტურული გამოცდილებითი ტურიზმი იმედის მომცემი სფეროა ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განვითარებისთვის. გარდა ამისა, ის ყველაზე მეტად მიმზიდველია მოტივირებული ტურისტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ადგილობრივი ხელოვნების, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტების აღმოჩენისკენ.
ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განვითარებისთვის კულტურული, გამოცდილებითი ტურიზმი ერთ-ერთი პერსპექტიული სექტორია. გარდა ამისა, არის უფრო მიმზიდველი იმ მოტივირებული ტურისტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ადგილობრივი ხელოვნების, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტების აღმოჩენისკენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია პარტნიორ ორგანიზაციების მიერ ღია ლაბორატორიების (Black Sea Hubs) შექმნა. ეს ერთობლივი ძალისხმევა აგრეთვე შეუწყობს ხელს გამოცდილებითი ტურიზმის განვითარებას. ღია ლაბორატორიების საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება პროექტში ჩართულ ექსპერტებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის შესაძლებლობა.