კულინარიული ხელოვნებისა და სტუმარ-მასპინძლობის ასოციაცია (ბულგარეთი) კულინარიული ხელოვნებისა და სტუმარ-მასპინძლობის ასოციაცია წარმოადგენს ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთის კულინარიის და სტუმარ-მასპინძლობის კლასტერს. იგი დაარსდა 2011 წლის ბოლოს, მდებარეობს ქ. დობრიჩში, ბულგარეთი და აერთიანებს 30-ზე მეტ წევრს. ასოციაციის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტების განვითარებას და ბიზნესს შორის მტკიცე კავშირის დამყარებას, რეგიონალური ეკონომიკის და სოციალური ერთიანობის გაძლიერების მიზნით. კულინარიული ხელოვნებისა და სტუმარ-მასპინძლობის ასოციაცია ეხმარება რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას ტრენინგების ორგანიზებით, გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გავრცელებით, ტურიზმის და კულინარიის სფეროებში ინოვაციების პოპულარიზაციით, პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების გამოყენების წახალისებით, და ასე შემდეგ.