შედეგების გავრცელების ფინალური კონფერენცია თბილისში, საქართველო
2022 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა პროექტის – PRO EXTOUR “მემკვიდრეობისა და კულტურაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმის ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის რეგიონში” შემაჯამებელი კონფერენცია. ღონისძიებას ესწრებოდა საგანმანათლებლო, ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის და საჯარო და კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი. კონფერენცია გაიმართა თბილისის მხატვრული რეწვის და დიზაინის მე-4 საერთაშორისო სამიტის “ეთნოფესტი 2022” ფარგლებში.
კონფერენცია გახსნა მაკა დვალიშვილმა – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, პროექტის ექსპერტებმა და მკვლევრებმა საზოგადოებას გააცნეს PROEXTOUR პროექტის შედეგები. კონფერენცია მოიცავდა შემდეგ 3 თემას – გამოცდილებითი ტურიზმის მდგრადობის ასპექტები საქართველოში, შემოქმედებითი ტურიზმი, ხელოვნება და ტრადიციული რეწვა, ტურისტული მომსახურებები და ციფრული ტექნოლოგიები საქართველოში.
მეტი ინფორმაცია: https://www.facebook.com/gaccteth