ერთობლივი სამეწარმეო ბანაკი თბილისში, საქართველო

2022 წლის 21, 22, 23 ივლისს, BSB თბილისის გამოცდილებითი ტურიზმის ჰაბმა TETH უმასპინძლა გამოცდილებითი ტურიზმის სამეწარმეო ბანაკს. ბანაკში მონაწილეობას იღებდნენ ტურიზმისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, სტუდენტები და დამწყები მეწარმეები: ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.
სამი დღის მანძილზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი მეწარმეობის, ბიზნეს ინოვაციებისა და მარკეტინგული კამპანიის წარმართვის შესახებ, რის საფუძველზეც მათ მოამზადეს ბიზნეს მოდელები ინოვაციურ და ტურისტულ პროდუქტებზე. ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებმა მოინახულეს უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალი, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი; ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და დაესწრნენ კერამიკის, ბატიკის და კულინარულ მასტერკლასებს.

მეტი ინფორმაცი: https://www.facebook.com/gaccteth

Loading

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit sed.

Follow us on