შავი ზღვის ჰაბების საპილოტე საჩვენებელი პროექტის საჯარო პრეზენტაცია საქართველოში

2022 წლის 27 მაისს, PRO EXTOUR-ის პროექტის ფარგლებში შერჩეულმა თბილისის ტურიზმის ჰაბის მოხალისეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის IV საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2022“ ბიზნეს მოდელი წარადგინეს. პრეზენტაციას ესწრებოდა ფართო საზოგადოება, ფესტივალის მონაწილეები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.
ფესტივალი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ სანახაობას, რომელიც გამოცდილებითი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, სწორად „ეთნოფესტი“ შეირჩა სადემონსტრაციო ბიზნეს მოდელის მოსამზადებლად, რომელიც სამომავლოდ ნიმუშად გამოდგება სხვა ადგილობრივი ფესტივალების ორგანიზებისას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს „ეთნოფესტი“-ს ბიზნეს მოდელზე, მოამზადეს საკომუნიკაციო გეგმა , მარკეტინგული სტრატეგია, ბრენდინგი და ინოვაციური ელემენტები შესძინეს ფესტივალს, რაც ხელს შეუწყობს ფესტივალის პოპულარიზაციას და გააუმჯობესებს დამთვალიერებლების გამოცდილებას.

მეტი ინფორმაცია: https://www.facebook.com/gaccteth

Loading

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit sed.

Follow us on