შავი ზღვის ჰაბების საპილოტე საჩვენებელი პროექტის საჯარო პრეზენტაცია ბულგარეთში
ვარნის მენეჯმენტის უნივერსიტეტმა საჯარო პრეზენტაციას 2022 წლის 12 აპრილს უმასპინძლა. ღონისძიება მიეძღვნა ბულგარეთში შექმნილი შავი ზღვის გამოცდილებითი ტურიზმის ჰაბის მიერ ჩატარებული ტრენინგისა და მენტორული აქტივობების შედეგების წარდგენას; კერძოდ, ჰაბის მოხალისეების გაწეულ სამუშაოს. მონაწილეები კონკურსის წესით იყვნენ შერჩეულნი. აქცენტი გაკეთდა კარიას კულტურულ მარათონზე, რომელიც აერთიანებს მუსიკას, კულტურას, სპორტს და საზღვაო აქტივობებს გამოცდილებით სამოდელო ტურში, რომელიც შემუშავდა ახალგაზრდა მეწარმეების მიერ, რომლებმაც ტრენინგები ჰაბში გაიარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ახალგაზრდულ მეწარმეობას და მოქმედებენ როგორც აქსელერატორები, ვარნის მუნიციპალიტეტისა და რაიონის ადმინისტრაცია, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია და სხვა დაინტერესებული მხარეები.
მეტი ინფორმაცია: www.vum.bg