პურის ფესტივალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
2021 წლის 23 ოქტომბერს, PROEXTOUR-ის ფარგლებში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა (GACC) მონაწილეობა მიიღო პურის ფესტივალში, რომელიც განხორციელდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა“-სა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონეში.
ღონისძიება მიზნად ისახავადა ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის ძირძველი ხორბლისა და პურის სახეობების, პოპულარიზებას, რეგიონის აგრო-ტურისტული პოტენციალის გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის და ადგილობრივი ინიციატივებისა და ერთობლივი მოკლე აგრო-სასურსათო ქსელების ხელწეყობას.
ფესტივალზე, საგაგნებოდ იყო გამოყოფილი სივრცე ქართული ხორბლის ჯიშებისთვის. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილზე გამომცხვარი პურის ნაირსახეობები და სხვა ადგილობივი ნაწარმი. ფესტივალის სხვადასხვა სივრცეში ასევე გაიმართა: ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსის ჩვენებები და იოგას მასტერკლასი, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთათვის.
ფესტივალზე ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა – „სამცხე-ჯავახეთი – გვაქვს უთვალავი ფერითა“, სადაც წარმოდგენილი იყო National Geographic Georgia-სთან ერთად ჩატარებულ ფოტოკონკურსში – Yourshot საქართველოს (https://yourshot.nationalgeographic.ge) – მონაწილე საუკეთესო ფოტოები. ამავდროულად, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსში გამარჯვებულებიც.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმის (GACC) ეთნო ფესტის პლატფორმაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეწვის ოსტატი მთელი საქართველოს მასშტაბით. ფესტივალის მონაწილეებსა და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ არა მარტო დაეთვალიერებინათ გამოცდილი ოსტატების მიერ შექმნილი დახვეწილი ხელნაკეთი ნივთები, არამედ შეეძინათ სასურველი ნაწარმი.
ულამაზესი კერამიკული ჭურჭელი, ხელით მოჩუქურთმებული ხის სკივრები, სუფრები, შალის ზამთრის ფაჩუჩები, ტყავის აქსესუარები და ნაქსოვი კალათები იყო ის უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც წარმოადგენდნენ დიზაინერებსა და ოსტატებს თბილისის, გორის, საჩხერის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებიდან. მსგავსს ფესტივალებში მონაწილეობა დამატებით ხელს უწყობს და პოპულარიზებას უწევს რეწვის ოსტატებისა და ხელოსნების შემოქმედებას. ფესტივალის ამსახველი ვიდეომასალა საპილოტე ინვენატრიზაციასა და ონლაინ ვიდეო-ბიბლიოთეკის საცავს დაემატება.
ფესტივალს დაესწრო ფართო საზოგადოება: საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო ინსტიტუტები, მედია საშაულებები, ტურ ოპერატორები, ადგილობირივი პროდქუციის მომწოდებლები და დისტრიბუტორები.
ფესტივალმა ხელი შეუწყო აგო-ტურიზმის პოტენციალის გაზრდას სამცხე-ჯავახეთში, ხოლო სტუმრებს დღის სასიამოვნოდ გატარების საშუალება მისცა სადღესასწაულო გარემოში.