Image Alt

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი არის უმაღლესი განათლების ყველაზე დიდი დაწესებულება არა მარტო საბერძნეთში, არამედ მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. იგი მოიცავს 13 ფაკულტეტს, 42 დეპარტამენტს და 4 დამოუკიდებელ სკოლას, ასევე კამპუსის ფილიალებს ქ.სერესში. უნივერსიტეტს გააჩნია ორი მთავარი მიზანი: – მიაწოდოს სტუდენტებს განათლების მაღალი ხარისხი; – განახორციელოს ინოვაციური კვლევები და შექმნას ფასეული სამეცნიერო ცოდნა; თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან როგორც საბერძნეთში, ასევე საზღვარგარეთ. უნივერსიტეტს სამეცნიერო თანამშრომლობაზე შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 140 უნივერსიტეტთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ევროპაში, ბალკანეთისა და შავი ზღვის ქვეყნებში რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახლო, შუა და შორეულ აღმოსავლეთში. თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი გაწევრიანებულია 60 საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციასა და ასოციაციაში. იგი ასევე 13 სტუდენტური ორგანიზაციის წევრია.

logo-aut

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit sed.

Follow us on